· 1.პროექტის სახელწოდება: სვანეთის ტრადიციები და კულტურა,გეოგრაფია,სვანური სუფრა და ბიომრავალფეროვანი სამკურნალო მცენარეები
· 2.პროექტის მთავარი იდეა: სვანეთის კულტურის და ტრადიციების გაცნობა და მათი ზოგადად შესწავლა, გაცნობიერება და მსჯელობა
· 3.პროექტის აქტუალობა: ადრეულ საუკუნეებში სვანეთის საერისთავო ერთიანი საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ერთეულს წარმოადგენდა. მისი მთავარიც საქართველოს სამეფო კარზე ინიშნებოდა. საქართველოს ცალკეულ სამეფოებად და სამთავროებად დაშლის შემდეგ სვანეთის საერისთაო გაუქმდა და იგი მეზობელ სამთავროების გავლენის ქვეშ მოექცა. XIX ს. დასაწყისში ქვემო სვანეთი (ამჟამინდელი ლენტეხის რაიონი) სამეგრელოს სამთავროს (დადიანებს) დაექვემდებარა, ზემო სვანეთის (მესტიის რაიონი) დასავლეთი ნაწილი, ე.წ. ბალს ქვემო სვანეთი, XVIII ს. მიწურულში დადეშქელიანების ხელქვეითი გახდა, ხოლო აღმოსავლეთმა ნაწილმა (ბალს ზემო სვანეთი-ლატალის თემიდან მდ. ენგურის სათავეებამდე) დიდი პერიპეტიების შემდეგ თავისუფალი, უბატონო სვანეთის სტატუსი შეინარჩუნა.
საქართველოს მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს
სვანეთში დამკვიდრებული იყო თემის მმართველობის მეტად დემოკრატიული ფორმა: მახვშს, ანუ თემის მეთაურს თემის საერთო კრება ირჩევდა. კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა თემის ორივე სქესის ზრდასრულ (20 წლის) წევრს. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით, სისპეტაკით. იგი იყო ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი.
საგანგებო შემთხვევებში იმართებოდა თემთა გაერთიანებული შეკრება - ხევის ყრილობა, სადაც საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ყრილობაზე განიხილებოდა ხევის საჭირბოროტო საგარეო და საშინაო პრობლემები, მეზობლებთან გამწვავებული ურთიერთობის საკითხები, მოსალოდნელი ომიანობისათვის სამზადისი და თავდაცვის სტრატეგია, მსხვილი ეკლესიების, საფორტიფიკაციო ნაგებობების, გზების, ხიდების და სხვათა მშენებლობისა და მათში თემების მონაწილეობის საკითხები. ყრილობა მსჯელობდა იურიდიულ ასპექტებზეც - აწესებდა სასჯელის ფორმებსა და ნორმებს.
ყრილობა იყო უზენაესი ინსტანცია იურიდიულ იერარქიაში, იგი არავის წინაშე არ იყო ანგარიშვალდებული, ყრილობის გადაწყვეტილება საბოლოო იყო და განხილვას არ ექვემდებარებოდა.
უკანასკნელად ხევის ყრილობა მოიწვიეს 1875 წელს, რაც გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებით: სვანეთში რუსული მმართველობის დაწესების შემდეგ (1869 წ.), ცარისტულმა ხელისუფლებამ, ბეგარის გაზრდის მიზნით, 1875 წ. გადაწყვიტა მიწებისა და პირუტყვის აღწერა-რეგისტრაცია. უბატონო სვანებმა მოიწვიეს ხეობის ყრილობა და ერთხმად დაიფიცეს არ დამორჩილებოდნენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. 2000 შეიარაღებულმა გლეხმა გადაკეტა უბატონო სვანეთში შესასვლელი ყველა გზა და ბილიკი. ხელისუფლება შეშინდა, დათმობაზე წავიდა და ხალხი დააშოშმინა. მაგრამ 1876 წ. შეფარვით შეიყვანა დიდძალი სამხედრო ძალა და 20 აგვისტოს სოფ. ხალდე, სადაც კოშკებში გამაგრება მოასწრო ორმოცდაათამდე მეამბოხემ, ალყაში მოაქცია
მთაში არსებული სიდუხჭირე და მცირემიწიანობა არ იძლეოდა მოსახლეობაში ფენათა წარმოქმნის, ანუ კლასობრივი დიფერენციაციის საშუალებას. ამის გამო საქართველოს მთიან კუთხეებში ფეოდალურმა ურთიერთობებმა ძნელად მოიკიდა ფეხი. ფშავში, ხევსურეთში, მთიულეთში, ხევში, თუშეთსა და სვანეთში, მიუხედავად ფეოდალების მრავალი ცდისა, მოსახლეობამ ბატონყმობის უღელი ვერაფრით ვერ იგუა და თითქმის მეოცე საუკუნემდე შეინარჩუნა ცხოვრების თემური წესი.
ადრეულ საუკუნეებში სვანეთის საერისთავო ერთიანი საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ერთეულს წარმოადგენდა. მისი მთავარიც საქართველოს სამეფო კარზე ინიშნებოდა. საქართველოს ცალკეულ სამეფოებად და სამთავროებად დაშლის შემდეგ სვანეთის საერისთაო გაუქმდა და იგი მეზობელ სამთავროების გავლენის ქვეშ მოექცა. XIX ს. დასაწყისში ქვემო სვანეთი (ამჟამინდელი ლენტეხის რაიონი) სამეგრელოს სამთავროს (დადიანებს) დაექვემდებარა, ზემო სვანეთის (მესტიის რაიონი) დასავლეთი ნაწილი, ე.წ. ბალს ქვემო სვანეთი, XVIII ს. მიწურულში დადეშქელიანების ხელქვეითი გახდა, ხოლო აღმოსავლეთმა ნაწილმა (ბალს ზემო სვანეთი-ლატალის თემიდან მდ. ენგურის სათავეებამდე) დიდი პერიპეტიების შემდეგ თავისუფალი, უბატონო სვანეთის სტატუსი შეინარჩუნა.
საგანგებო შემთხვევებში იმართებოდა თემთა გაერთიანებული შეკრება - ხევის ყრილობა, სადაც საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ყრილობაზე განიხილებოდა ხევის საჭირბოროტო საგარეო და საშინაო პრობლემები, მეზობლებთან გამწვავებული ურთიერთობის საკითხები, მოსალოდნელი ომიანობისათვის სამზადისი და თავდაცვის სტრატეგია, მსხვილი ეკლესიების, საფორტიფიკაციო ნაგებობების, გზების, ხიდების და სხვათა მშენებლობისა და მათში თემების მონაწილეობის საკითხები. ყრილობა მსჯელობდა იურიდიულ ასპექტებზეც - აწესებდა სასჯელის ფორმებსა და ნორმებს.
ამ სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობდა ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითი პოლკის ოთხი ასეული, ქუთაისის გუბერნიის ქვეითი მილიციის ორი რაზმი, 39-ე საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეის ოცეული, მესანგრეთა ასეული, გურიის მილიციისა და ბეჩოს სამხედრო ნაწილის რაზმები. ქუთაისთან კავშირის დასამყარებლად მოეწყო კაზაკთა ხუთი “პოსტი”. ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი ციტოვიჩი.
ექვსი დღის გამუდმებული საარტილერიო ცეცხლითა და ნაღმებით ჯარმა დაანგრია ხალდეს თერთმეტივე კოშკი, ყველა ქვიტკირის შენობა, გადაწვა ხის ნაგებობები, მოსამკელი ყანები და ხალდე ნაცარ-ტუტად აქცია.
სამთავრობო ჯარების მხრიდან ბრძოლაში დაიღუპა 2 და დაიჭრა 12 ჯარისკაცი. 2 ხალდელი კოშკის ნანგრევებში მოკვდა, 8 შეიპყრეს, დანარჩენები მიიმალნენ. 28 აგვისტოს ნანგრევებად ქცეული ულამაზესი სოფ. ხალდე რუსის ჯარმა დატოვა.
ხალდეს ამბოხება იყო ცარიზმის წინააღმდეგ თავისუფლების მოყვარე ქართველი მთიელების მესამე და უკანასკნელი გაბრძოლება. პირველი, მთიულეთის ამბოხების სახელით ცნობილი აჯანყება, 1804 წელს დამარცხდა, მეორე, კახეთის აჯანყება - 1812 წელს. კახეთის აჯანყებაში აქტიურად მონაწილე ხევსურებს კი კავკასიის მთავარმართებელი რტიშევი 1813 წ. გაუსწორდა. რუსეთის ჯარი, რომელსაც გენერლები სიმონოვიჩი, ტიხონოვსკი და სტალი ხელმძღვანელობდნენ, ცეცხლთა და მახვილით შევიდა ხევსურეთში და სოფ. გუროსთან სისხლიანი ბრძოლის შემდეგ ხევსურები დააჩოქა.
სვანეთში სახნავ-სათესი მიწები კერძო საკუთრებაში იყო, სათიბ-საძოვრები და ტყე - საერთო სათემო სარგებლობაში. ამის გარდა არსებობდა ხატის ტყე და მიწა, რომელიც ეკლესიის მოთხოვნებისა და რელიგიურ დღესასწაულებისათვის გამოიყენებოდა. მახვში არეგულირებდა სათიბ-საძოვრითა და ტყით სარგებლობის პროცესს, საძოვრების მონაცვლეობის, მიწის განაწილების, ნაკვეთების საზღვრის დადგენის საკითხებს და სხვა. ყველა სადაო საკითხს მახვში პირადად განიხილავდა 4-5 კაცის თანდასწრებით.
მახვში იყო მეტად მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თავის გადაწყვეტილებებში. ავისა და ცუდის ჩამდენს, ქურდსა და თემის შემარცხვენელს მახვში გაკიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს” (ვაჟა ფშაველა). განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვშის თაოსნობით გაიმართებოდა ხევის ყრილობა, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეს (ან დამნაშავეებს) თემიდან და მის სახლ-კარს გადაწვავდა. ყოფილა შემთხვევები, როცა უმძიმესი დანაშაულისათვის, მაგალითად, თემის ღალატისათვის ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანია.
ყოველგვარი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმე ადგილობრივ სასამართლოში განიხილებოდა, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ მსაჯულ-მედიატორები, რასაც სვანეთში “მორვალს” უწოდებდნენ.
მორვებს ირჩევდა ორივე მოდავე მხარე სანათესაოდან ან გარეშე პირთაგან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით მოუსმენდნენ. მოლაპარეკების პროცესი ხანგრძლივი იყო და ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, რაც უმეტეს შემთხვევაში საბოლოო იყო და არ საჭიროებდა ახალი მორვების მიერ საქმის ხელახალ გარჩევას. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა.
სვანი კაცი, ძირითადად, თავის მოწეულ მოსავალზე იყო დამოკიდებული. ბარში კიდეც რომ ეჩუქებინათ მარცვლეული, ოჯახის სამყოფი სარჩოს ტრანსპორტირება უგზოობის პირობებში, ასე შორ მანძილზე, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
მთაში მიწათმოქმედება მეტად გართულებულია, დათესილი მარცვლეული ჯერ ჯეჯილობაშივე ჩაირეცხება ღვარებისაგან და თუნდაც გაიხაროს, სეტყვას მაინც ძნელად გადაურჩება. ამიტომ, სვანი მუდამ კარგ დარზე ოცნებობდა, რათა კარგი ჭირნახული მიეღო.
მაღალი მოსავლის მიღებაზე ზრუნვა ახალი წლის დადგომიდანვე იწყებოდა. თებერვლის დასაწყისში იცოდნენ ლამპრობა. ლამპარი მზადდებოდა არყის ხის წვრილად დაჩეხილი კონის სახით. ყველა ოჯახში სამ კონას ამზადებდნენ - ერთი კონა წმინდა მარიამის სახელზე იყო დათქმული, მეორე წმინდა გიორგის და მესამე ცის საკეთილდღეოდ. მარიამს სვანები მოსავლიანობის მფარველ ღვთაებად მიიჩნევენ. დადგენილ ღამეს კონები ეკლესიის ეზოში სასაფლაოზე გაქონდათ დასაწვავად. ამ დღეს აცხობდნენ ლემზირებს (სალოცავი კვერი) და იმართებოდა საერთო დღესასწაული.
ზამთრის პერიოდში მეტად გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება, რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს დაკიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა.
დიდმარხვის ბოლო კვირას ე. წ. ჰორიეშმაო იწყებოდა. ოჯახის უფროსი რკინის ორ ნაჭერს ერთმანეთზე ურტყამდა, ლოცულობდა და ქაჯებს აფრთხობდა. მერე გარეთ გადიოდა და კაჟიან თოფს დაცლიდა ავი სულების შესაშინებლად. დიასახლისი ოჯახის წევრებს მარჯვენა მაჯაზე, ხარებს რქებზე და სახვნელ კავს სახელურზე შავ ძაფს შეაბამდა. ეს რიტუალი ავი თვალისაგან იცავდა ადამიანებს, ხარებს და სამეურნეო იარაღსაც. იმავე დღეს მდინარიდან ყანაში მიჰქონდათ ქვიშა და თეთრი კენჭები. ეკლიან ჯოხს მიწაში ჩაარჭობდნენ, ძირში ქვიშას მიუყრიდნენ და თეთრ კენჭებს შემოუწყობდნენ. ამით ყანას ავი თვალისაგან იცავდნენ, რაც უხვი მოსავლის მიღების გარანტიად მიაჩნდათ.
გვალვიან წელიწადს ქალები უახლოეს ტბაში ძვალს ჩააგდებდნენ და უფალს ევედრებოდნენ კარგ წვიმას. ზოგ თემში სოფლის კაცები ეკლესიიდან იესოსა და ღვთისმშობლის ხატებს გამოაბრძანებდნენ, მდინარეზე ჩაიტანდნენ, გაბანდნენ და სიმღერით შესთხოვდნენ გაავდარებას. სოფელ ლენჯერში ამჟამადაც ტარდება ელიას დღესასწაული, რომლის დროსაც წმინდა ელიას ხატს შესთხოვენ გაავდრებას.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში, თესვის, მარგვლის და განსაკუთრებით მოსავლის აღების დროს ქალი მამაკაცის გვერდით იდგა და მასთან ერთად ეწეოდა ჭაპანს. შემთხვევითი არაა, რომ ქალს მზითევში აუცილებლად ატანდნენ ნამგალს, როგორც პურეულის აღების სიმბოლოს.
ამინდის ჭირვეულობის შემთხვევაში, ხშირად საჭირო ხდებოდა მოსავლის დროულად და ოპერატიულად აღება, თიბვა და სხვა. ამიტომ გავრცელებული იყო შრომის კოოპერაციის მარტივი მეთოდი - ნადი, როცა ოჯახს მოსავლის აღებასა თუ თიბვაში ეხმარებოდნენ მეზობლები და ნათესავები ანაზღაურების გარეშე, სანაცვლო დახმარების იმედით.
სვანური მასიური ქვის სახლებისა და კოშკების აშენება ერთი ოჯახის შესაძლებლობების ფარგლებს დიდად ცილდება. ამიტომ, აქაც გამოიყენებოდა შრომის კოოპერაცია მეზობლური დახმარების სახით (მამითადი), რასაც სვანები ლინდის უწოდებდნენ.
დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, სვანები არ თაკილობდნენ ზამთრის პერიოდში ბარში სხვის კარზე მუშაობას. გარემო პირობებმა სვანი გლეხი მეტად გამრჯე, ფიზიკურად შემძლე კაცად ჩამოაყალიბა. ამიტომ, შრომის ბირჟაზე სვანი მუშის გასამრჯელო ერთი ორად აღემატებოდა სხვა მუშის ფასს.
· სვანური სუფრა
უხუცესები სუფრასთან სვანურ "მაჩუბში"
ქართული სამზარეულო საყოველთაოდაა აღიარებული და დიდი ხანია გაცდა ნაციონალურ ჩარჩოებს. ფართოდაა გავრცელებული ჩახოხბილი, ტაბაკა, ხარჩო, ხაჭაპური, ხინკალი და სხვა.

ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებით. მათ შორის აღსანიშნავია: სულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ - გადაზელილი (რძეში მოხარშული) ყველი პიტნით, ხაჭაპური - პურის ცომში გამომცხვარი ყველი, მჭადის ფქვილში (ჭიშდვარი) ან ფეტვის ფქვილში (ჭკუტ) შეზელილი ყველის კვერი, კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული წვრილად დაკეპილი ხორცი, შამ - სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით, თაშმიჯაბ - ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურე, ჭადი - სიმინდის კვერი და სხვა. მეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალი, ჭინჭარი, ნაცარქათამა და სხვა) ღვეზელები, რომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს (ლუცფექ) და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაც იყენებენ. გადმოცემის თანახმად, ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არ გახდება.
თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, რომელიც წარმოადგენს სუფრის მარილის, წიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევს. სვანური მარილით დამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებით. სვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ.
სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენ, რის გამოც ისინი არომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან
სვანეთში ვაზი არ ხარობს, ამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიან. სასმელად უმეტესად იყენებენ ადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყს. პოპულარულია თაფლისა და ანწლის არაყიც. სვანური სუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალი, რომლის წყაროები სვანეთში მრავლად მოიპოვება.
· სვანეთის რელიეფი
სვანეთი რთული და მრავალფეროვანი რელიეფით გამოირჩევა, მყინვარები, ღრმად დაღარული მთათა სისტემები, ზეგნები და პლატოები ეგზოტიკურ ლანდშაფტებს წარმოქმნის, რომლებიც დამშვენებულია მდიდარი მცენარეული საფარით.
კავკასიონის ქედი საიმედოდ იცავს საქართველოს ტერიტორიას ჩრდილოეთის ცივი კლიმატის ზეგავლენისაგან, ხოლო შავი ზღვის სიახლოვე ქმნის ტენიანობის ხელსაყრელ რეჟიმს მცენარეული საფარის ფორმირებისა და ფართოდ გავრცელებისათვის. ბუნებრივი მცენარეულის სიმდიდრით, საქართველოს ტერიტორია მსოფლიოს უნიკალური, გეობოტანიკური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ტერიტორიათა რიცხვს მიეკუთვნება.
სვანეთში მკაფიოდაა გამოხატული მცენარეთა გავრცელების ვერტიკალური ზონალურობა. აქ ალპური სარტყელი ვრცელდება 2450-2500 მ-დან 3100-3200 მ-მდე, ტყის ზოლის ზედა საზღვარი კი 2400-2500 მ აღწევს. წიწვოვანი მცენარეების კორომები 800-900 მ-დან გვხვდება. ტყიანი სარტყლის ქვედა ნაწილში გაბატონებულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი რელიქტური შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაში მთავარ სახეობებს (ედიფიკატორებს) წარმოადგენს ქართული მუხა, აღმოსავლური წიფელი, კავკასიური რცხილა, მრავლად გვხვდება კავკასიური ცაცხვი, იფანი, თელა, მთის ნეკერჩხალი, არყი, მურყანი და სხვა.
შერეული ტყეების ქვესარტყელში გვხვდება მონოდომინანტური (წიფლნარი, მუხნარი, რცხილნარი) და ბიდომინანტური (რცხილნარ-წიფლნარი, რცხილნარ-მუხნარი და სხვა) კორომები.
მაღალმთიან სარტყელში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები: ნაძვნარი (აღმოსავლეთის ნაძვი), სოჭნარი (კავკასიური სოჭი), ფიჭვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და შერეული ტყეებიც – წიფლნარ-ნაძვნარი, წიფლნარ-სოჭნარი, ნაძვნარ-წიფლნარ-სოჭნარი და ა.შ.
ქვეტყეებში ფართოდაა გავრცელებული შინდი, ძახველი, ცირცელი, ჭყორი, თხილი, ანწლი, მოცხარი, წყავი, ასკილი, თელადუმა, მაყვალი, მოცვი, კუნელი, პანტა, მაჟალო ვაშლი, ტყემალი, რომელთა უმრავლესობა ხალხურ მედიცინაში ძველთაგანვე გამოიყენება.
ანტიკური კოლხეთი მდიდარი იყო მცენარეული საფარით, ამას დღემდე შემორჩენილი რელიქტური ბიოგარემოც ადასტურებს.
მითიური მედეას ბაღში მრავლი მცენარე ყვაოდა, რომელთა ექსტრაქტებიდან მედეა სხვადასხვა დანიშნულების სამკურნალო საშუალებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ჯადო - საწამლავებსაც ამზადებდა. მედეამ გახადა თავისი ჯადო-წამლებით იასონი უძლეველი, დააძინა გველეშაპი და ხელი შეუწყო არგონავტებს უმტკივნეულოდ წაეღოთ კოლხეთიდან ოქროს საწმისი. მედეამ გადააქცია ბებერი ცხვარი ბატკნად, მოწამლა კრეონტი და მისი ქალიშვილი კრეუზა და სხვა მრავალი, რაც მიუთითებს მედეას წამლების მაგიურობაზე.
მედეას სახელს უკავშირებენ მკვლევარები მედიცინის წარმოშობას, მას ფარმაკოლოგიისა და კოსმეტიკის დედამთავრად თვლიან. ჯერ კიდევ ცნობილმა გერმანელმა ბოტანიკოსმა და ექიმმა კურტ იოახიმ შპრენგელმა (1766-1833) თავის “მედიცინის პრაგმატულ ისტორიაში” სპეციალურად შეისწავლა ეს საკითხი და მედეას ბაღის 36 სამკურნალო მცენარე დაასახელა, რომელთაც მედეა წამლების დასამზადებლად იყენებდა. ამჟამად საქართველოში სამასამდე სამკურნალო მცენარეა მეცნიერების მიერ გამოვლენილი და შესწავლილი.
ძველ კოლხეთში სამკურნალო მცენარეების ხალხურ მედიცინაში გამოყენების ტრადიციები დღესაც გრძელდება - ფართოდ გამოიყენება, ოფიციალური მედიცინის მიერ აღიარებული მიქსტურები (პაჭკორია, დოლიძე, ბურდელაძე), მალამოები (კოლხური, თურმანიძე, ქარჩაული, გოჩიტაშვილი), ტრავმატოლოგიური საშუალებები (ასკურვა, ხაბაზი, ლოლაძე და სხვა).
სვანეთის სასწაულებრივად მდიდარი ბიომრავალფეროვნება, სამკურნალო მცენარეების სიუხვე და მაღალი ეკოლოგიური სისუფთავე, მინერალური წყლების სიმრავლე, სვანური ხალხური მედიცინის საფუძველია.
ტყეების ნაწილი რელიქტური ქვეტყითაა (წყავი, ჭყორი) წარმოდგენილი.
სუბალპურ სარტყელში (1800-1900 მ-დან 2450-2500 მ-მდე) მცენარეული საფარის შემადგენლობის მრავალფეროვნება კულმინაციას აღწევს. აქ ჩამოყალიბებულია ტყე-ბუჩქნარ-მდელოს მრავალფეროვანი მცენარეული კომპლექსები.
მეჩხერ ტყიან ზოლში ჭარბობს სუბალპური ჯუჯა და ტანბრეცილი მცენარეულობა: ნეკერჩხალი, ლიტვინოვის არყი, მაღალმთის მუხა, კავკასიური სოჭი და სხვა.
სუბალპური მცენარეულობის კოლორიტული წარმომადგენელია რელიქტური მარადმწვანე დეკას მიერ შექმნილი ბუჩქნარი, რომელიც ჩრდილო და დასავლეთი ექსპოზიციის ფერდობების დიდ ფართობებზეა გავრცელებული. გვხვდება გართხმული ღვია, ქონდარა ღვია, კავკასიური მოცვი, ლურჯი მოცვი.
სუბალპური ფიტოლანდშაფტის ფრიად მნიშვნელოვანი შემადგენელია ბალახეული საფარი. მათ შემადგენლობაშია დიყი, დიდი გვირილა - სამტიტა, ლაშქარა, მზიურა, კენკეშა, ხარისშუბლა, კატაბალახა, ნემსიწვერა, ქათმისკუჭა, მაჩიტა, ქარცხვი და სხვა.
სვანეთი მდიდარია სამკურნალო მცენარეებით
სვანეთში გავრცელებული ზოგიერთი სამკურნალო მცენარე
ქართულად, სვანურად ლათინურად
ასკილი -მუქვაარი -Rosa canina L.
დიდგულა- თოფრა- Sambucus nigra L.
კოწახური- გოწხირ- Berberis vulgaris L.
კუნელი -ცაანცი -Crataegus sanguinea pale
მარწყვი- ბასყ -Fragaria vesca L.
მთის -პიტნა- მინთრრ Calamintha Grendiflora (L.) Moench
მჟაველა- მუხიმ- პირპლიდ Oxalis acetosell L.
მრავალძარღვა -მუძაარღოლ -Plantago major L.
მოცვი- მეგმულ- Vaccinium myrtillus L.
ჟოლო- ინღა -Rubus idaeus L.
უცუნა- ლამაზი- შაშვლი Colchicum speciosum Stev
ფარსმანდუკი- მუღმურილ- Achillea millefolium L.
ფითრი- ჭაგ- Viscum album L
ქრისტესისხლა -მელილდ -Chelidonium majus L.
შვიტა -მინდვრის ბეზულდ- Equisetum arvense L.
შხარმა- სამტრაკ- Veratrum lobelianum Bernh.
ძახველი- სანწვეფ- Viburnum opulus L.
ძმერხლი- ზმეხ- Ruscus hypophyllum L.
ხეჭრელი -დაშდვა- ცინყა Frangula allus Mill. Rhamus frangula L.
ჯინჭარი,- ჭინჭარი- მერხელ Urtica dioica L.
· 4.პროექტის მიზნები: ეს მაღალმთიანი კუთხე შეისწავლონ მრავალმხრივ და საფუძვლიანად (ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა; სვანური სახალხო დღესასწაულები; ტრადიციები;სვანური სამართალი; სვანური ენის წარმოშობა; სვანეთის კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლები... )
პატრიოტული სულისკვეთება ჩამოუყალიბდებათ/გაუძლიერდებათ.
სვანეთის შესწავლის და მონახულების შემდეგ, გაუჩნდებათ სურვილი სხვა კუთხეთა შესწავლა-მონახულებისა.
მიიღებენ უზარმაზარ ესთეტიკურ სიამოვნებას, დადებით ემოციებს.
განუვითარდებათ ჯგუფში მუშაობის უნარი განვითარება.
განუვითარდებათ კომუნიკაციის უნარი
საძიებო სისტემაში უნარ-ჩვევებს დახვეწენ.
ინფორმაციის დახარისხების უნარ-ჩვევებს განივითარებენ.
გააუმჯობესებენ მოძიებული ინფორმაციით სლაიდ-შოუს შექმნის ტექნიკას.
გააუმჯობესებენ პრეზენტაციის უნარს.
გახდებიან ნორჩი ფოტოგრაფები და ნორჩი დოკუმენტალისტები.
საქართველოში დიდი ყურადღება ეთმობა კურორტებისა და ტურიზმის განვითარებას. სვანეთს აქვს ამის დიდი პოტენციალი, შესაბამისად ყურადღების ცენტრშია სახელმწიფოს მხრიდან.მოსწავლეთა ინტერესი განახლებული სვანეთის მიმართ.
სვანეთი საკმაოდ მოშორებული კუთხეა ჩვენი რეგიონიდან, ჩვენმა მოსწავლეებმა შესაძლოა ვერ შეძლონ მომავალში სვანეთის მონახულება,ამიტომ, სასურველია,რაც შეიძლება მეტი გაიგონ სკოლაში სწავლის დროს სვანეთის შესახებ(და არა მარტო ამ კუთხის შესახებ)
ეს მაღალმთიანი კუთხე შეისწავლონ მრავალმხრივ და საფუძვლიანად (ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა; სვანური სახალხო დღესასწაულები; ტრადიციები;სვანური სამართალი; სვანური ენის წარმოშობა; სვანეთის კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლები... )
· მონაწილეთა ასაკი: 11-12 წლის
· პროექტის ვადები/ხანგრძლივობა:
სვანეთის შესწავლა-3 კვირა. ექსკურსია-4 დღე.
· მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება სამუშაო მასალა, რომელიც განთავსდება ბლოგზე.
შექმნიან ფილმს „ ჩემი თვალით დანახული სვანეთი“.
· პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
ისტორიული და გეოგრაფიული ფოტოაპარატი
ლიტერატურა ვიდეოკამერა
ადამიანური რესურსი სურსათი
· პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად.თითოეულს მიეცემა დავალება.
„გზა სვანეთამდე“
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ისტორია,გეოგრაფია და ინგლისური
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)ეთერი ავალიანი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:etoavaliani@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:eteriavaliani.bloggspot.com








.jpg)
.jpg)
No comments:
Post a Comment